სასულიერო ლიტერატურა უსინათლოთათვის

საქართველოს უსინათლო ქალთა და ბავშვთა ასოციაციამ ფონდის მხარდაჭერით 2013-2014 წლებში ორი პროექტი განახორციელა, რომელთა ფარგლებშიც ბრაილის შრიფტით გამოსცა სასულიერო ლიტერატურა და სკოლის აღსაზრდელებს უსასყიდლოდ გადასცა. პროექტების მიზანია უსინათლო და სუსტადმხედველი ახალგაზრდბისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, მათი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა.

გამოცემული ლიტერატურით ამ ეტაპზე სარგებლობს 100-ზე მეტი უსინათლო ახალგაზრდა. სულ დაიბეჭდა 63 000 ბრაილის გვერდი.